პრემიერი - პირადად ვარ იმის გარანტი, რომ დღეს თქვენს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არაფერი დაემუქრება | Allnews.Ge

პრემიერი - პირადად ვარ იმის გარანტი, რომ დღეს თქვენს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არაფერი დაემუქრება

პირადად ვარ იმის გარანტი, რომ დღეს თქვენს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არაფერი დაემუქრება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ასევე სამართალდამცველებს მოუწოდა, მაქსიმალურად გააძლიერონ ზომები, რომ მოქალაქეთა უსაფრთხოება დაცული იყოს და

კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია რაიმე სახის დაპირისპირება და საზოგადების გახლეჩის მცდელობა.

"ამ ფონზე, როდესაც სახელმწიფო მოწოდებულია და ძალისხმევას არ იშურებს ადამიანის ამ უმნიშვნელოვანესი უფლებების დასაცავად, კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია რამე სახის დაპირისპირება და საზოგადოების გახლეჩის მცდელობა. მოვუწოდებ სამართლადმცავ ორგანოებს, მაქსიმალურად გააძლიერონ უსაფრთხოების ღონისძიებები ნებისმიერი შესაძლო დაპირისპირების პრევენციის მიზნით.

ყველა მხარეს, ნებისმიერ ადამიანს უფლება აქვს თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი, თუმცა აზრის გამოხატვისას დაპირისპირება არის ყოვლად დაუშვებელი, რასაც ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ", - განაცხადა პრემიერმა.

myquiz