საქართველო არასდროს ყოფილა ასე ახლოს ნატო-სთან, როგორც არის დღეს - მიხეილ ჯანელიძე | Allnews.Ge

საქართველო არასდროს ყოფილა ასე ახლოს ნატო-სთან, როგორც არის დღეს - მიხეილ ჯანელიძე

საქართველო არასდროს ყოფილა ასე ახლოს ნატო-სთან, როგორც არის დღეს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის დაწყებამდე განუცხადა.

მისი თქმით, ფორუმზე განხილული იქნება ანტიდასავლური პროპაგანდა, დეზინფორმაცია, ჰიბრიდული საფრთხეები - რაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა ევროატლანტიკური სივრცისთვის. საუბარი შეეხება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციასაც.

"საქართველო არასდროს ყოფილა ასე ახლოს ნატო-სთან, როგორც არის დღეს. ჩვენი ურთიერთობა არის ძალიან მჭიდრო და ის პროგრესი, რომელიც მიღწეული გვაქვს ინტეგრაციული თვალსაზრისით, შესაბამისად არის შეფასებული ნატო-სგან და დარწმუნებული ვარ, იგი ასევე აისახება 2018 წლის ბრიუსელის სამიტზე",- განაცხადა ჯანელიძემ.

myquiz