კახა კალაძე პრეზიდენტის პოსტზე მისი კანდიდატურის განხილვის შესახებ ინფორმაციას "გაუგებარ ჭორებს" უწოდებს | Allnews.Ge

კახა კალაძე პრეზიდენტის პოსტზე მისი კანდიდატურის განხილვის შესახებ ინფორმაციას "გაუგებარ ჭორებს" უწოდებს

ეს არ არის სწორი ინფორმაცია, ჩემს კანდიდატურასთან დაკავშირებით გაუგებარი ჭორები არის, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, რომ პრეზიდენტობის კანდიდატად მმართველი გუნდი კახა კალაძესაც განიხილავს.

"მე მაქვს ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობა. ამირჩია დედაქალაქის მოსახლეობამ და საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ვაპირებ მომდევნო წლების განმავლობაში. ძალიან დიდი იმედი მაქვს დედაქალაქის მოსახლეობის თანადგომის, მხარდაჭერის, რომ ჩვენ შევძლოთ იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც გვაწუხებს", - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატს, როგორც კალაძე აცხადებს, გუნდში მსჯელობა დაწყებულია.

"მსჯელობა გუნდში დაწყებულია, ჯერ დიდი დროა არჩევნებამდე", - განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, განიხილავს თუ არა მმართველი გუნდი კიდევ ერთ კანდიდატად მოქმედ პრემიერს, გიორგი კვირიკაშვილს, კალაძემ უპასუხა: "მიმდინარეობს მსჯელობა და კანონის ფარგლებში, როგორც არის მითითებული დრო, წარმოდგენილი იქნება კანდიდატი ჩვენი მხრიდან".

myquiz