კახა კალაძე მზად არის 15 წლის ბიჭს ბიზნესის განვითარებაში დაეხმაროს | Allnews.Ge

კახა კალაძე მზად არის 15 წლის ბიჭს ბიზნესის განვითარებაში დაეხმაროს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მზადაა, 15 წლის გიგი ანთაძეს საკუთარი ბიზნესის განვითარებაში დაეხმაროს. მისი თქმით, 15 წლის გიგი ანთაძე, რუსთაველის გამზირზე გარევაჭრობითაა დაკავებული, რაც არ შეიძლება.

კალაძემ თავის მოადგილეს, სოფიო ხუნწარიას დაავალა ანთაძის საკითხი შეისწავლოს და თუ საჭიროა, ფინანსურადაც დაეხმარონ.

"15 წლის გიგი ანთაძე, რომელიც ცერებრალური დამბლითაა დაავადებული, წლებია რუსთაველის გამზირზე საკუთარი საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს ნივთებს ყიდის. მისი ასაკის მიუხედავად, ეს პატარა ბიჭუნა ჩართულია თავის კერძო ბიზნესში.

ბოლო პერიოდში, გიგი რუსთაველის გამზირზე ფრეშ წვენებს ყიდის და საკუთარი შემოსავლის წყარო აქვს. ჩვენ გვაქვს რეგულაციები გარევაჭრობასთან დაკავშირებით, რომელიც ქალაქისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც, ვერ მივცემთ შესაძლებლობას, რომ ცალკე იყოს გამოყოფილი გიგი და თავის საქმიანობა გააგრძელოს. მინდა, სოფო ხუნწარიას დავავალო, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ამ ახალგაზრდა ბავშვს, რომელმაც თავისი ბიზნესი შეიქმნა, ყველანაირი პირობა ჰქონდეს. თუ საჭირო გახდება, მეც ჩავერთვები და ფინანსური დამხმარებისთვისაც მზად ვიყოთ, ყველანაირი ხელშეწყობა ჰქონდეს გიგის ამ მიმართულებით", - განაცხადა კალაძემ.

myquiz