ოსური სააგენტო - არჩილ ტატუნაშვილის მიმართ ფიზიკური ძალა გამოიყენეს | Allnews.Ge

ოსური სააგენტო - არჩილ ტატუნაშვილის მიმართ ფიზიკური ძალა გამოიყენეს

საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა "ლენინგორში" დააკავეს, რომელიც ეჭვმიტანილი იყო სადაზვერვო-დივერსიულ საქმიანობასა და 2008 წლის აგვისტოში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობაში, - ამის შესახებ "რესი" იუწყება.

სააგენტოს ინფორმაციით, გაქცევის მცდელობისას, სამართალდამცველებმა ტატუნაშვილის წინააღმდეგ ფიზიკური ძალა გამოიყენეს, რის შედეგადაც ის კიბეზე დაგორდა. მოგვიანებით იგი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მიყვანიდან ორ საათში გარდაიცვალა.

სააგენტოს ცნობით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის რესპუბლიკური ბიუროს პროზექტურაში 22-23 თებერვალს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გაკვეთამ აჩვენა, რომ სიკვდილის მიზეზი გულის მკვეთრი უკმარისობაა.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალის მხარემ "წითელი ჯვრის" წარმომადგენლებს გუშინ გადასცა. მათივე ცნობით, ტატუნაშვილის ცხედართან ერთად, ის სატრანსპორტო საშუალებაც არის გადმოცემული, რომლითაც გარდაცვლილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე შევიდა.

myquiz