დავით ნარმანია - "სითი პარკს" წლების განმავლობაში საკმაოდ დიდი ცოდვები დაუგროვდა" | Allnews.Ge

დავით ნარმანია - "სითი პარკს" წლების განმავლობაში საკმაოდ დიდი ცოდვები დაუგროვდა"

კომპანია "სითი პარკთან" ხელშეკრულების გაწყვეტის საკითხს დედაქალაქის ყოფილი მერი დავით ნარმანიაც ეხმაურება.

როგორც მან "ბიზნესპრესნიუსს" განუცხადა, "სითი პარკს" წლების განმავლობაში საკმაოდ დიდი ცოდვები დაუგროვდა".

"მათთან ხელშეკრულების გაწყვეტა მისასალმებელია. მნიშვნელოვანია, გაწყვეტის შემდგომი პროცედურები ნაკლებ მტკივნეულად იქნეს გატარებული და ამით მოიგოს საზოგადოებამ. აქვე არასდროს უნდა დაგვავიწყდეს ვინ იდგა ამ დანაშაულებრივი ხელშეკრულების სათავეში და მათ შესაბამისი ორგანოების მხრიდან მოეკითხოთ პასუხი," - აღნიშნავს ნარმანია.

შეგახსენებთ, კახა კალაძის განცხადებით, 2018 წლის 10 აპრილიდან "სითი პარკს" ხელშეკრულება შეუწყდება. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად დედაქალაქის მერმა კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობა და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულება დაასახელა. კალაძის განმარტებით, 10 აპრილიდან, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, "სითი პარკის" ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.

myquiz