მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება | Allnews.Ge

მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება

პარლამენტმა აფგან მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. საპარლამენტო უმცირესობის მიერ ინიცირებულ დადგენილების პროექტს 18-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. საგამოძიებო კომისიის შექმნის წინააღმდეგ ხმა პარლამენტის 22-მა წევრმა მისცა. კენჭისყრის ამ შედეგით დადგენილების პროექტი ჩავარდა.

უმცირესობის მიერ მომზადებული პროექტი მუხთარლიზე თავდასხმის, გატაცების, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ფაქტის შესწავლის მიზნით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს.

myquiz