პაატა ბურჭულაძე - გიხაროდეთ ყველას, დღეს სიკეთე არის დასჯადი | Allnews.Ge

პაატა ბურჭულაძე - გიხაროდეთ ყველას, დღეს სიკეთე არის დასჯადი

გიხაროდეთ ყველას, რომ დღეს სიკეთე არის დასჯადი, - ამის შესახებ საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა.

ბურჭულაძე სასამართლოში, სადაც ფონდ "იავნანას" თანხების გაფლანგვის საქმეზე უნდა დაკითხონ, ცოტა ხნის წინ მივიდა.

"დღეს ისტორიული დღეა. გიხაროდეთ ყველას, რომ დღეს სიკეთე არის დასჯადი და უნდა გამოკითხონ ის ადამიანი, ვისაც ამდენი სიკეთე აქვს გაკეთებული. მაგრამ, რა ვქნათ, ვნახოთ. იმედი ვიქონიოთ, რომ სამართალი იქნება", - განაცხადა ბურჭულაძემ.

მისივე თქმით, შეკითხვები პროკურატურასთან მასაც აქვს, რომელსაც დღეს დასვამს.

myquiz