ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე რუსული სამხედრო ბაზის შენაერთები წელს 600-მდე სწავლებას ჩაატარებენ | Allnews.Ge

ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე რუსული სამხედრო ბაზის შენაერთები წელს 600-მდე სწავლებას ჩაატარებენ

ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე რუსული სამხედრო ბაზის შენაერთები მიმდინარე წელს საბრძოლო მომზადების ფარგლებში, 600-მდე ტაქტიკურ მეცადინეობას და სწავლებას ჩაატარებენ. ამის შესახებ სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის უფროსმა ვადიმ ასტაფიევმა განაცხადა.

"სასწავლო ღონისძიებებში გამოყენებული იქნება БТР-82-ის ტიპის თანამედროვე ჯავშანტრასპორტიორები, Т-72Б3-ის ტიპის უახლესი ტანკები, Град-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები და Оса-АКМ-ისა და Стрела-10-ის ტიპის საზენიტო სარაკეტო კომპლექსები", - განაცხდა ასტაფიევმა.

მისი თქმით, ღონისძიებების ნახევარი ღამით ჩატარდება.

აღნიშნული სასწავლო-საბრძოლო ღონისძიებები ხუთ პოლიგონზე - აფხაზეთში მდებარე "ნაგვალოუსა" და "ცაბალის", ასტრახანის ოლქში მდებარე "კაპუსტინ იარისა" და "აშულუქის" და კრასნოდარის მხარეში მდებარე "მოლკინოს" პოლიგონზე გაიმართება.

myquiz