წყნეთის ქუჩაზე ნაცემი პროკურორი, სავარაუდოდ, თბილისის პროკურორის მოადგილეა | Allnews.Ge

წყნეთის ქუჩაზე ნაცემი პროკურორი, სავარაუდოდ, თბილისის პროკურორის მოადგილეა

წყნეთის ქუჩაზე ნაცემი პროკურორი, სავარაუდოდ, თბილისის პროკურორის მოადგილე გიორგი გაბოძეა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსისთვის" არაოფიციალურად გახდა ცნობილი.

პროკურატურის თანამშრომლის ცემის საკითხზე მთავარმა პროკურატურამ განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა. უწყების ცნობით, პროკურატურის თანამშრომელს მოქალაქემ, რომელიც ტაქსით გადაადგილდებოდა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მათივე განმარტებით, პროკურატურის თანამშრომლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყეს.

"საქართველოს პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში დაიწყო გამოძიება პროკურატურის თანამშრომლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო პროკურატურის თანამშრომლის შეტყობინება, რომ 23 იანვარს, ღამის საათებში, თბილისში, წყნეთის ქუჩის მიმდებარედ მოქალაქემ, რომელიც გადაადგილდებოდა ტაქსით, გზის ვიწრო მონაკვეთზე უპირატესი გავლის მოთხოვნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა კუთვნილი ავტომანქანით მოძრავ პროკურატურის თანამშრომელს, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის გამოჩენის შემდეგ ადგილიდან მიიმალა. საქმეზე ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ მომხდარი არ უკავშირდება პროკურატურის თანამშრომლის პროფესიულ საქმიანობას, ამასთანავე სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ადგილი ჰქონდა ოჯახურ კონფლიქტს", - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

myquiz