ანა დოლიძე სასამართლო სისტემაში ორ ძირითად პრობლემაზე საუბრობს | Allnews.Ge

ანა დოლიძე სასამართლო სისტემაში ორ ძირითად პრობლემაზე საუბრობს

სასამართლოს ორი ძირითადი პრობლემა აქვს - სანდოობა და საქმეების გაჭიანურება, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მართლმსაჯულება უნდა გახდეს საჯარო, გამჭვირვალე და ღია.

"გაკეთდა რამდენიმე რეფორმა, გადაიდგა რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი. მაგალითად, დაიხვეწა მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურები, თუმცა სასამართლო სისტემაში ძალიან ბევრი პრობლემა რჩება. მე ვიტყოდი, რომ ორი ძირითადი პრობლემა ამ შემთხვევაში არის სანდოობა და საქმეების გაჭიანურება. ძალიან ბევრ ადამიანს ადარდებს, რომ მისი საქმეები სასამართლოში დროულად არ იხილება", - განაცხადა ანა დოლიძემ.

myquiz