როგორ იცვლებოდა თბილისის მერების ხელფასები წლების განმავლობაში - ლეკიშვილიდან კალაძემდე | Allnews.Ge

როგორ იცვლებოდა თბილისის მერების ხელფასები წლების განმავლობაში - ლეკიშვილიდან კალაძემდე

Allnews.ge დაინტერესდა, რამდენი იყო თბილისის მერების თანამდებობრივი სარგო წლების განმავლობაში, რისთვისაც რამდენიმე ყოფილი მერის ქონებრივი დეკლარაცია შევისწავლეთ. როგორც ცნობილია თბილისის მოქმედი მერი, კახა კალაძე თანამდებობრივი სარგოს აღებაზე უარს ამბობს, მისი წინამორბედი, დავით ნარმანია კი, პრემია-დანამატებს არ იღებდა, მისი წლიური თანამდებობრივი სარგო კი 2015 წელს 15 741 ლარი იყო, რაც 2017 წელს 38 160 ლარამდე გაიზარდა.

რაც შეეხება გიგი უგულავას, რომელიც თბილისის მერი საკმაოდ ხანგრძლიი ვადით იყო, მისი წლიური ანაზღაურება 2006 წელს 21 836,67 ლარი იყო, 2012 წელს ქალაქის მერმა სულ 95 400 ლარი აიღო, ხოლო 2014 წელს, როდესაც თანამდებობა დატოვა, წლის განმავლობაში 76 694 ლარი ჰქონდა აღებული.

ზურაბ ჭიაბერაშვილმა, რომელიც ქალაქის მერი 2004- 2005 წლებში იყო, აღნიშნულ პოსტზე ყოფნის ბოლო წელს წლის განმავლობაში 2 300 ლარი აიღო.

რაც შეეხება ვანო ზოდელავას, რომელიც თბილისის მერის პოსტს 1998-2004 წლებში იკავებდა. 1999 წელს მისმა წლიურმა ხელფასმა 2 120 ლარი შეადგინა, რაც 2003 წელს - 4050 ლარამდე გაიზარდა, მომდევნო წელს კი 3 740 ლარამდე შემცირდა.

ჩვენ კიდევ ერთი მერის, ნიკო ლეკიშვილის ხელფასიც გავარკვიეთ, რომელიც დედაქალაქის ხელმძვანელის პოსტს 1993-1995 წლებში იკავებდა. როგორც ლეკიშვილმა Allnews.geსთან საუბარში განმარტა, წლის განმავლობაში მისი ხელფასი 2600 ლარს შეადგენდა, მისი წინამორბედები კი ანაზღაურებას კუპონებში იღებდნენ, ამიტომ თანხის ზუსტი მოცულობის დადგენა რთულია.

myquiz