გიორგი კვირიკაშვილი - სამწუხაროა, რომ ვერ მოხერხდა თემირლან მაჩალიკაშვილის გადარჩენა | Allnews.Ge

გიორგი კვირიკაშვილი - სამწუხაროა, რომ ვერ მოხერხდა თემირლან მაჩალიკაშვილის გადარჩენა

პირველ რიგში, ხელისუფლების ინტერესია, რომ პროკურატურის ობიექტურმა და ეფექტიანმა გამოძიებამ საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას მაქსიმალურად მოკლე დროში გასცეს პასუხი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ანტიტერორისტულ ოპერაციებსა და თემირლან მაჩალიკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

პრემიერმა სამძიმარი გამოუცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს.

"ტერორიზმი არის გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვის და ჩვენი სახელმწიფოც აკეთებს ყველაფერს ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად. რა თქმა უნდა, როდესაც ამ გამოწვევასთან საკუთარ ქვეყანაში გიწევს ბრძოლა, მით უფრო როდესაც საკითხი ეხება ჩვენს მოქალაქეებს, არის ძალიან მგრძნობიარე და საფრთხილო. ჩვენმა სპეცსამსახურებმა ჩაატარეს რამდენიმე სპეცოპერაცია და სწორედ ტერორისტული საფრთხეების აცილებას ეხებოდა თითოეული მათგანი. ამ ოპერაციებს შეეწირა ჩვენი სპეცსამსახურების ერთი თანამშრომელი, დაგვეჭრა ოთხი. ეს ბიჭები საკუთარი სოცოცხლის ფასად იცავდნენ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას. მინდა, ცალსახად განვაცხადო, რომ პირველ რიგში სწორედ ხელისუფლების ინტერესია, რომ პროკურატურის ობიექტურმა და ეფექტიანმა გამოძიებამ საზოგადოებაში არსებულ ყველა შეკითხვას მაქსიმალურად მოკლე დროში გასცეს პასუხები, ამიტომაც დღეს ამ ვითარებაში წინასწარი განცხადებების თუ წინასწარი დასკვნების გაკეთება აზიანებს სახელმწიფო ინტერესებს. სამწუხაროა, რომ ვერ მოხერხდა სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშილის გადარჩენა, თუმცა სახელმწიფომ და ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად. რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს გამოძიება, მე მინდა სამძიმარი ვუთხრა მის ოჯახს“, - განაცახდა პრემიერ-მინისტრმა.

myquiz