მესტიის საკრებულოს წევრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს | Allnews.Ge

მესტიის საკრებულოს წევრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

მესტიის საკრებულოს წევრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" მესტიის გამგებელმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა განუცხადა, შემთხვევა დღეს, რამდენიმე საათის წინ მოხდა.

ჟორჟოლიანი სხვა დეტალებზე, თუ ვინ და რა ვითარებაში მოკლა საკრებულოს წევრი, გამოძიების ინეტერსებიდან გამომდინარე, არ საუბრობს.

"გარდაცვლილია საკრებულოს წევრი. შუადღისას მოხდა მკვლელობა. დანარჩენს ვერ გეტყვით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

myquiz