დავით ნარმანია სემეკის წევრი გახდა | Allnews.Ge

დავით ნარმანია სემეკის წევრი გახდა

პარლამენტმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ორ ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ გოჩა შონიასა და დავით ნარმანიას კანდიდატურებს ერთხმად დაუჭირა მხარი.

გოჩა შონია და დავით ნარმანია 83-83 ხმით აირჩიეს.

სემეკის წევრობის კანდიდატურები პარლამენტს დღეს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილემ ზურაბ მაჭარაძემ წარუდგინა.

მაჭარაძემ პარლამენტს მათი ბიოგრაფიისა და შრომითი საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

myquiz