კახა კალაძე საკრებულოს სხდომაზე მივა | Allnews.Ge

კახა კალაძე საკრებულოს სხდომაზე მივა

თბილისის მერი კახა კალაძე საკრებულოს სხდომაზე მივა. სხდომა 16:00 საათზე უნდა დაიწყოს.

თბილისის საკრებულო დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელებს და კენჭს უყრის.

როგორც ცნობილია, ოპოზიცია კალაძის სხდომაზე მისვლას ითხოვდა.

თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 861,609 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც 60 მილიონი ლარი ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებით გამოყოფილი ტრანსფერია.

myquiz