პაატა ბურჭულაძე მთავარ პროკურატურაში დაიბარეს | Allnews.Ge

პაატა ბურჭულაძე მთავარ პროკურატურაში დაიბარეს

ფონდ "იავნანას" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე მთავარ პროკურატურაში დაიბარეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა, ნათია სუხიაშვილმა განუცხადა, ბურჭულაძე გამოსაკითხად ფონდის მიერ დიდი ოდენობით თანხის მითვისება-გაფლანგვის ფაქტზეა დაბარებული.

"საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე, 2017 წლის 13 დეკემბერს, მოწმის სახით გამოსაკითხად გამოძახებულია ააიპ "უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფონდი იავნანა"-ს დამფუძნებელი - პაატა ბურჭულაძე. საქმე ეხება ფონდის დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტს.

უწყება პირის მოწმის სახით გამოძახების შესახებ, პაატა ბურჭულაძის ოჯახის წევრს ჩაბარდა დღეს 11 დეკემბერს", - აცხადებენ პროკურატურაში.

myquiz