რა ელის მიხეილ სააკაშვილს დაკავების შემდეგ? | Allnews.Ge

რა ელის მიხეილ სააკაშვილს დაკავების შემდეგ?

ოდესის ყოფილი გუბერნატორი და საქართველოს ექს-პრეზიდენტი უკრაინის სპეცდანიშნულების რაზმმა საკუთარი სახლიდან ცოტა ხნის წინ გამოიყვანა. სააკაშვილის ბინაში ჩხრეკას უკრაინის გენერალური პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური დილიდან ატარებდა.

საქმე ეხება სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც გენერალური პროკურატურის წარმოებაშია, თუმცა კონკრეტული საქმე არ სახელდება.

რა ელის საქართველოს მესამე პრეზიდენტს დაკავების შემდეგ?

იურისტ ლია მუხაშავრიას განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს შესაძლოა, ბრალი წაუყენოს უკრაინულმა სამართალდამცავმა ორგანოებმა იმ დარღვევებისთვის, რასაც მას ამ სახელმწიფოში ედავებიან და ამავდროულად, მის ექსტრადაციას ქართული მხარეც მოითხოვს, რადგან მას ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე საქმეზე აქვს ბრალი წაყენებული:

იხილეთ მიხეილ სააკაშვილის დაკავების კადრები

"უკრაინის ხელისუფლების გადასაწყვეტია, როგორ მოიქცევა. მათ შეუძლიათ, ერთის მხრივ, სააკაშვილი უკრაინაში წაყენებული ბრალით გაასამართლონ, მოახდევინონ სასჯელი და მერე გადმოსცენ ის საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს, რათა მისი პასუხისგებაში მიცემა აქაც მოხდეს. ან შეუძლიათ, პირდაპირ მოახდინონ მისი ჩვენს ქვეყანაში ექსტრადაცია და თუკი საქართველოში მისთვის უკრაინაში წაყენებული ბრალი აქაც სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით დანაშაულად ჩაითვლება, შეიძლება, სასჯელის ნორმები ამის მიხედვით გამკაცრდეს. უკრაინა მიხეილ სააკაშვილს ამჟამად, საზღვრის უკანონო კვეთას ედავება," - განმარტავს მუხაშავრია.

ლია მუხაშავრიას ვარაუდით, უკრაინის ხელისუფლებას წესით, მიხეილ სააკაშვილის სართველოში ექსტრადირება უნდა ერჩივნოს, რადგან სასაზღვრო წესების დარღვევისთვის სასჯელი შედარებით მცირეა და შეიძლება, ამ მუხლით მისმა გასამართლებამ პოლიტიკური ელფერი მიიღოს, მით უფრო, რომ ის ამ ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში აქტიურადაა ჩართული:

"უკრაინის ხელისუფლებას მისი ამ სახელმწიფოში გასამართლება ხელს არ უნდა აძლევდეს, თუნდაც იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში გაცილებით მძიმე დანაშაულებისთვის აქვს ბრალი წაყენებული. სწორედ ამიტომ უკრაინელები თუ მიხეილ სააკაშვილის საქართველოსთვის გადაცემას მოახდენდნენ, ამით ორ კურდღელს დაიჭერდნენ, რადგან ამ პოლიტიკური ფიგურის უკრაინაში არსებობის პრობლემას დაასრულებდნენ და მეორე მხრივ, თუ ის დიდი ხნის განმავლობაში ციხეში აღმოჩნდებოდა, პოლიტიკურ აქტიურობასაც დაასრულებდა და მისი მომხრეეები უკრაინაში ცხადია, აღარ იაქტიურებდნენ. ამ შემთხვევაში უკვე საქართველოს ხელისუფლებას უნდა გაეცა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის პასუხი, ის მართლაც სამართლიანად და კანონის სრული დაცვით მიეცა პასუხისგებაში თუ არა," - დასძენს მუხაშავრია.

იურისტი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ექსტრადაცია სამართლებრივად არ "აწყობს," თუმცა სხვა გამოსავალი არ დარჩა. იხილეთ გაგრძელება

myquiz