შს მინისტრმა მთავრობის სხდომა დატოვა | Allnews.Ge

შს მინისტრმა მთავრობის სხდომა დატოვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომა დატოვა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მინისტრი მთავრობის ადმინისტრაციაში აღარ იმყოფება და სხდომა მისი დაწყებიდან რამდენიმე წუთში დატოვა, თუმცა უწყებაში არ აკონკრეტებენ, იმყოფება თუ არა გიორგი გახარია ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდინარე სპეცოპერაციის ადგილზე.

შინაგან საქმეთა სამისნიტროში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ მათი უწყების შესაბამისი დანაყოფები მიმდინარე სპეცოპერაციისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან აქტიურად თანამშრომლობენ.

თავის მხრივ, როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი სპეცოპერაციის ადგილიდან იუწყება, ტერიტორიაზე როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი პირები, ისე შსს-ს სხვა დანაყოფები იმყოფებიან.

myquiz