დე ფაქტო სამხრეთ ოსეთი სამი დღით საქართველოსთან ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს | Allnews.Ge

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთი სამი დღით საქართველოსთან ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთი სამი დღით საქართველოსთან ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს 22-დან 24 ნოემბრის ჩათვლით, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს. ამის შესახებ "რესპუბლიკის" ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახური იუწყება.

23 ნოემბერს "რესპუბლიკაში" სიმამაცისა და სახალხო ერთიანობის დღე აღინიშნება, ე.წ. საზღვრის ჩაკეტვა კი სადღესასწაულო ღონისძიებების ჩატარების პერიოდში უსაფრთხოების უზრუნველყოფას უკავშირდება.

ე.წ. საზღვრის მუშაობა 22 ნოემბერს დილით შეჩერდება და 24 ნოემბერს საღამოს აღდგება.

myquiz