ფინანსთა ახალმა მინისტრმა არც ერთი მოადგილე არ შეცვალა | Allnews.Ge

ფინანსთა ახალმა მინისტრმა არც ერთი მოადგილე არ შეცვალა

ფინანსთა ახალმა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მოადგილეები არ შეცვალა. ფინანსთა მინისტრის მოადგილეების დანიშვნის შესახებ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ბრძანებები საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

კერძოდ, ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილედ გიორგი თაბუაშვილი დარჩა. ასევე მოადგილის თანამდებობები შეინარჩუნეს - გიორგი კაკაურიძემ, ნიკოლოზ გაგუამ, ცოტნე ყავლაშვილმა, ლაშა ხუციშვილმა და ლერი ბარნაბიშვილმა.