ყოფილი მინისტრების გეგმები - ვინ სად გააგრძელებს მუშაობას? | Allnews.Ge

ყოფილი მინისტრების გეგმები - ვინ სად გააგრძელებს მუშაობას?

ახალი მინისტრთა კაბინეტი მუშაობას უკვე შეუდგა. განახლებულ სამთავრობო გუნდს ორი ახალი მინისტრი შეემატა, ორი მინისტრის მონაცვლეობა განხორციელდა, ხოლო 6-მა მინისტრმა კაბინეტი დატოვა.

ვინ დატოვა მინისტრის პორტფელი და სად აპირებენ ისინი საქმიანობის გაგრძელებას, ამის ნახვა ჩვენ მიერ მომზადებულ ინტერაქციულ ფოტოზე შეგიძლიათ:

საინტერესოა, ასევე რამდენმა მინისტრმა შეინარჩუნა საკუთარი პოსტი 2012 წლიდან დღემდე?

თეა წულუკიანი, რომელიც 2012 წლიდან იუსტიციის მინისტრის პოსტს იკავებს, შეიძლება ითქვას, რომ "ქართული ოცნების" უცვლელი კადრია. "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდში თეა წულიკიანი "თავისუფალი დემოკრატების" წევრი იყო, თუმცა 2014 წელს, როდესაც პარტიამ კოალიცია დატოვა, იუსტიციის მინისტრმა პოსტი შეინარჩუნა და მმართველ პარტიაში დარჩა.

დავით სერგეენკო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტს ასევე 2012 წლიდან იკავებს. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი გამოკითხვების მიხედვით, სერგეენკოს უწყების მიერ განხორციელებულმა რეფორმებმა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა.

ყოფილი სახალხო დამცველი, სოზარ სუბარი მინისტრის პოსტს "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლიდან იკავებს. თავდაპირველად, სუბარი სასრჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პოსტზე მუშაობდა, 2014 წლიდან კი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრია.

გიორგი კვირიკაშვილი "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერია, რომელმაც 2012 წლიდან დღემდე რამდენიმე სამინისტრო შეიცვალა, თუმცა მუდმივად მინისტრის პოსტს იკავებდა. თავდაპირველად, კვირიკაშვილი საქართველოს ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა, 2015 წელს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩაიბარა, ამავე წელს კი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პოსტის დატოვების შემდეგ პრემიერ-მინისტრად დაინიშნა.

myquiz