1 წლის ანაზღაურება გადაუხადონ ყველას, ვინც თავისი ნებით დაწერს განცხადებას სამსახურიდან წასვლის შესახებ - "გირჩის" ინიციატივა | Allnews.Ge

1 წლის ანაზღაურება გადაუხადონ ყველას, ვინც თავისი ნებით დაწერს განცხადებას სამსახურიდან წასვლის შესახებ - "გირჩის" ინიციატივა

მოძრაობა დაწყებულია სწორი მიმართულებით, უბრალოდ ეს მოძრაობა არ არის საკმაირისი - 360 გრადუსით იყო შესაცვლელი ის კურსი, რომელიც ხელისუფლებას ჰქონდა, - ამის შესახებ "გირჩის" წევრმა იაგო ხვიჩიამ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, რითაც შეაფასა ახალი სამთავრობო ცვლილებები.

მისი თქმით, ბიუროკრატიის დონე მატულობდა, ამიტომაც, ნებისმიერ შემთხვევაში, მთავრობის მიერ ცვლილებების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები სწორია.

იაგო ხვიჩია მთავრობას "გირჩის" მიერ შემუშავებულ მოდელს სთავაზობს, რომელიც თანამშრომლების სამსახურიდან საკუთარი ნებით წასვლას უზრუნველყოფს.

"ჩვენ ვთავაზობთ მთავრობას შემდეგ მოდელს, რომ 1 წლის ანაზღაურება გადაუხადონ ყველა იმ ადამიანს, რომელიც თავისი ნებით დაწერს განცხადებას სამსახურიდან წასვლის შესახებ. დარწმუნებული ვარ, საქართველოში არიან საკმაო რაოდენობის ადამიანები, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ამრიგად, სამინისტროების შეკვეცა სრულიად მარტივად იქნება შესაძლებელი", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

myquiz