ვიქტორ დოლიძე, შესაძლოა, შვეიცარიაში საქართველოს ელჩად დაინიშნოს | Allnews.Ge

ვიქტორ დოლიძე, შესაძლოა, შვეიცარიაში საქართველოს ელჩად დაინიშნოს

ვიქტორ დოლიძე, შესაძლოა, შვეიცარიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნოს. როგორც "ინტერპრესნიუსს" პარლამენეტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა, განიხილება დოლიძის შვეიცარიაში ელჩად დანიშვნის საკითხი.

სავარაუდოდ საუბარია ჟენევაში გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის პოზიციაზე, ვინაიდან უშუალოდ შვეიცარიის კონფედერაციაში (რეზიდენციით ბერნში) ელჩის თანამდებობაზე რამდენიმე კვირის წინ დავით ჯალაღანია დაინიშნა.

თავის მხრივ, შეგახსენებთ, რომ მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების ფარგლებში უქმდება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. უწყება საგარეო საქმეთა სამინისტროში გადადის.

myquiz