მიიღებს თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას | Allnews.Ge

მიიღებს თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას

მიიღებს თუ არა მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში "ნაციონალური მოძრაობა" დღეს გახდება ცნობილი.

როგორც პარტიის პრესსამსახურში განაცხადეს, ამ საკითხის გარდა, პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე პარტიის ლიდერები ზოგადად, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებითაც იმსჯელებენ.

პოლიტსაბჭოს სხდომა პარტიის ცენტრალურ ოფისში 15:00 საათზეა დანიშნული. მეორე ტურში "ნაციონალური მოძრაობიდან" მარტვილის მერობის კანდიდატი მამუკა დანელია და ქუთაისის მერობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე გავიდნენ.

myquiz