"ლიბერალის" ახალი ამბების რედაქტორს დათო გამისონიას ვაკის მე-12 საარჩევნო უბანზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს | Allnews.Ge

"ლიბერალის" ახალი ამბების რედაქტორს დათო გამისონიას ვაკის მე-12 საარჩევნო უბანზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

"ლიბერალის" ახალი ამბების რედაქტორს, დათო გამისონიას, ვაკის მე-12 საარჩევნო უბანზე შეკრებილმა პირებმა, რომლებიც უბნის ტერიტორიას არ ტოვებდნენ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მათ შორის იყო ყოფილი დეპუტატი "საქართველოს მოქალაქეთა კავშირიდან" თამაზ გიორგაძე. "ლიბერალის" ინფორმაციით, ჟურნალისტს საქმიანობაში ხელი შეუშალეს.

აღნიშნული პირების გაღიზიანება ჟურნალისტის შეკითხვამ გამოიწვია, თუ რატომ არ ტოვებდნენ საარჩევნო უბნის ტერიტორიას

შსს-სთვის მიმართვის შემდეგ, სამართალდამცავებმა ინციდენტში მონაწილე ორი პირის იდენტიფიცირება მოახდინეს. გამოკითხულია ჟურნალისტიც.

myquiz