შსს საპოლიციო ძალების განლაგებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს | Allnews.Ge

შსს საპოლიციო ძალების განლაგებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუწოდებს, საპოლიციო ძალების განლაგებასთან დაკავშირებით ინტერპრეტაციებისგან თავი შეიკავოს.

"არჩევნების დღეს საპოლიციო ძალები, წინასწარ შემუშავებული სამოქმედო გეგმის მიხედვით, პრევენციისა და სწრაფი რეაგირების უზრუნველსაყოფად, განლაგებულნი არიან მთელი საქართველოს მასშტაბით.

ამასთან, პერიოდულად ხორციელდება მათი გეგმიური როტაცია, რათა თითოეულ პოლიციელს ჰქონდეს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ვთხოვთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავოს აღნიშნულ საკითხზე დამატებითი ინტერპრეტაციებისგან", - ნათქვამია შინაგან საქმეთა სმაინისტროს განცხადებაში.

myquiz