ეს ქალაქიც და ეს ქვეყანაც დაჭაობდა და სუფთა ჰაერივით სჭირდება ცვლილება - ალეკო ელისაშვილი | Allnews.Ge

ეს ქალაქიც და ეს ქვეყანაც დაჭაობდა და სუფთა ჰაერივით სჭირდება ცვლილება - ალეკო ელისაშვილი

მე და ჩემმა ოჯახმა მხარი დავუჭირეთ ცვლილებებს, - ამის შესახებ თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. ელისაშვილმა საკუთარი არჩევანი საბურთლოს რაიონში, 45-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

"ჩვენ მხარი დავუჭირეთ ქალაქის გადარჩენას, ვინაიდან ქალაქი არის მძიმე დღეში. ეს ქალაქიც და ეს ქვეყანაც დაჭაობდა, კორუფციის ჭაობშია და აუცილებელია ცვლილება. სუფთა ჰაერივით სჭირდება ამ ქალაქს ცვლილება. მე და ჩემმა ოჯახმა შემოვხაზეთ და მხარი დავუჭირეთ ცვლილებას. უნდა გადავარჩინოთ ეს ქალაქი. მე მჯერა, რომ ამ საღამოს შევიტყობ სწორედ ქალაქის გადარჩენის შესახებ ამბავს და შედეგები იქნება სწორედ ცვლილების სასარგებლოდ", - განაცხადა ელისაშვილმა.

მეორე ტურთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად ელისაშვილმა განაცხადა, რომ ის გამარჯვებისთვის იბრძვის და სჯერა ამომრჩევლის სიბრძნის.

ალეკო ელისაშვილი საარჩევნო უბანზე მეუღლესთან და შვილებთან ერთად იმყოფებოდა.

myquiz