დავით ზალკალიანი - ძნელია იმის მტკიცება, გარდაცვლილია თუ არა იოსებ ოსორაული | Allnews.Ge

დავით ზალკალიანი - ძნელია იმის მტკიცება, გარდაცვლილია თუ არა იოსებ ოსორაული

ძნელია იმის მტკიცება, გარდაცვლილია თუ არა იოსებ ოსორაული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა განუცხადა.

მინისტრის მოადგილის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო მუდმივ კონტაქტზეა ოსორაულის ოჯახის წევრებთან და მის ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას აწვდის.

"ისინი თავიდანვე იყვნენ ინფორმირებული განვითარებული პროცესების შესახებ. არსებული რთული პოლიტიკური სიტუაციის გამო ძალიან რთულია, რომ მყარი მტკიცებულებები იყოს წარდგენილი, თუმცა ის დოკუმენტაცია, რაც ჩვენ ხელთ გქვონდა, მათ შორის ფოტოები, ოჯახისთვისაც იყო ცნობილი და გაზიარებული. ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოყენებული გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დამატებითი მტკიცებულებები კიდევ იყოს მოპოვებული და ოჯახს მიეწოდოს ყველა ამომწურავი ინფორმაცია", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების ორი შვეულმფრენი მეამბოხეებმა 27 იანვარს ჩამოაგდეს. ერთ-ერთ შვეულმფრენს მართავდა საქართველოს მოქალაქე იოსებ ოსორაული, რომელიც მეამბოხეებმა ტყვედ აიყვანეს. საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე კი დაიჭრა. მან მკურნალობის კურსი ქალაქ გომაში გაიარა. ვრცელდება ინფორმაცია იოსებ ოსორაული გარდაცვალების შესახებაც.

იოსებ ოსორაული წლების განმავლობაში ქართულ ჯარში მსახურობდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იგი შეიარაღებული ძალებიდან 2015 წელს, საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა.

myquiz