"ნაციონალებმა" ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან პლაკატები წარწერით "ფაროსანა" გააკრეს | Allnews.Ge

"ნაციონალებმა" ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან პლაკატები წარწერით "ფაროსანა" გააკრეს

"ნაციონალური მოძრაობის წევრებმა" და მათმა მხარდამჭერებმა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის ჭიშკარს წებოვანი პლაკატები მიაკრეს.

პლაკატებზე გამოსახულია ბიძინა ივანიშვილი, რომელზეც მიწერილია "ფაროსანა". ასევე "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, კახა კალაძის პლაკატი, წარწერით "შენ შრომობ - ესენი იპარავენ".

ყოფილი პრემიერის, ივანიშვილის რეზიდენციასთან იმყოფებიან "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები. როგორც მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, ყველანაირი უკანონობა 21 ოქტომბერს დასრულდება.

myquiz