მიხეილ ჯანელიძე არ ადასტურებს, რომ დავით ნარმანია, შესაძლოა, გერმანიაში ელჩად დაინიშნოს | Allnews.Ge

მიხეილ ჯანელიძე არ ადასტურებს, რომ დავით ნარმანია, შესაძლოა, გერმანიაში ელჩად დაინიშნოს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის ინფორმაციით, გერმანიაში საქართველოს ელჩის კანდიდატურაზე განხილვები ჯერჯერობით არ დაწყებულა.

"ლადო ჭანტურია ჯერ კიდევ არის ელჩი გერმანიაში. მისი არჩევა მხოლოდ და მხოლოდ გუშინ მოხდა. შესაბამისად, ეს არის პროცესი, რომელიც საჭიროებს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, ასევე პარტნიორებთან, ვგულისხმობ გერმანიასთან კონსულტაციებს წარდგენის შემდეგ. როდესაც დასრულდება ეს პროცესი, ამის შესახებ ყვეელა ინფორმირებული იქნება. განხილვები დაწყებული არ არის", - განაცხადა ჯანელიძემ.

ამასთან, მინისტრთა კაბინეტის წევრები არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გერმანიაში საქართველოს ელჩის თანამდებობა, შესაძლოა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დაიკავოს.

"ვერ გეტყვით, მე პირველად მესმის ამგვარი რამ", - განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ.

myquiz