ქუთაისის მერობისთვის 8 კანდიდატი იბრძოლებს | Allnews.Ge

ქუთაისის მერობისთვის 8 კანდიდატი იბრძოლებს

ქუთაისის მერობისთვის რვა კანდიდატი იბრძოლებს. ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ავთანდილ ოსეფაიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თავიდან მერობის ათი მსურველი იყო დარეგისტრირებული, მათგან ორმა გუშინ ოფიციალურად მიმართა და საარჩევნო პროცესიდან მოიხსნა.

ქუთაისის 59-ე საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 127 უბანია გახსნილი.

ქუთაისის მერობისთვის იბრძოლებს:

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - გიორგი ჭიღვარია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გრიგოლ ვაშაძე

"ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო" - დავით გოგისვანიძე

"დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო" - გიორგი წულაია

"დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" - გრიგოლ ბახტაძე

"შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია" - სამსონი გუგავა

"შენების მოძრაობა" - ალუდა გოგლიჩიძე

"გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო" - ზვიადი ბაღდავაძე

myquiz