საკრებულომ თბილისში ორი მიწის ნაკვეთის გასხვისებასთან დაკავშირებული საკითხები დაამტკიცა | Allnews.Ge

საკრებულომ თბილისში ორი მიწის ნაკვეთის გასხვისებასთან დაკავშირებული საკითხები დაამტკიცა

თბილისის საკრებულომ ოქროყანას დასახლებაში 4 433 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზაციის, ასევე პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვ.მეტრ ფართობზე მიწისქვეშა სადგომის მოწყობასთან დაკავშირებული საკითხები დაამტკიცა.

ორივე საკითხს, რომელთან დაკავშირებითაც ოპოზიცია აქციებს მართავს, კენჭი ცოტა ხნის წინ უყარეს.

საკითხები სხდომაზე ქონების მართვის საააგენტოს ხელმძღვანელმა კარლო ლაფერაძემ წარადგინა.

ლაფერაძის თქმით, ოქროყანაში, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საირიგაციო სისტემა მოეწყობა.

"განმცხადებელმა ითხოვა მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემა. მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულების განსაზღვა დამოუკიდებელი კერძო აუდიტორის მიერ მოხდა და ტერიტორიის ჯამური ღირებულება 102 000 ლარს შეადგენს", - განაცხადა ლაფერაძემ.

საკითხს მხარი 31 დეპუტატმა დაუჭირა, ერთმა თავი შეიკავა, ორი წინააღმდეგი იყო.

რაც შეეხება პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვ.მეტრი ნაკვეთის გასხვისებას, ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ამ პროექტით გათვალისიწნებულია 30-ადგილიანი მიწისქვეშა ავტოსადგომის მოწყობა, რისთვისაც ინვესტორი ერთ მილიონ ლარს დახარჯავს.

აღნიშნულ საკითხს მხარი სხდომაზე 29 დეპუტატმა დაუჭირა, სამი წინააღმდეგი წავიდა.

ამ საკითხების განხილვის დროს საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატებიდან მხოლოდ ფრაქცია "დედაქალაქის" წევრები იმყოფებოდნენ.

myquiz