კოტე იოსელიანი საკრებულოს ტერიტორიიდან უცნობმა პირებმა გაიყვანეს | Allnews.Ge

კოტე იოსელიანი საკრებულოს ტერიტორიიდან უცნობმა პირებმა გაიყვანეს

არსებული ინფორმაციით, თბილისის საკრებულოსთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრი კოტე იოსელიანი დააკავეს.

როგორც საკრებულოსთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა ნაწილი აცხადებს, იოსელიანი ტერიტორიიდან რამდენიმე უცნობმა პირმა გაიყვანა.

მათივე ინფორმაციით, იოსელიანი დაკავებულია, თუმცა იქვე აღნიშნავენ, რომ პარტიის წევრი სამოქალაქო მანქანაში ჩასვეს.

აღსანიშნავია, რომ იოსელიანის ტერიტორიიდან გაყვანას წინ უძღოდა მისი და მისი მეუღლის, თინა ბოკუჩავას მიერ საკრებულოში შესვლის მცდელობა, რისთვისაც ისინი რკინის ჯებირზე გადასვლას ცდილობდნენ.

იოსელიანს და ბოკუჩავას შენობაში შესვლის უფლება საპატრულო პოლიციამ არ მისცა.

myquiz