თინა ბოკუჩავა რკინის ჯებირზე გადასვლას და საკრებულოში ამ გზით შესვლას ცდილობს | Allnews.Ge

თინა ბოკუჩავა რკინის ჯებირზე გადასვლას და საკრებულოში ამ გზით შესვლას ცდილობს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა საკრებულოში შესვლას მოითხოვს. ბოკუჩავას საკრებულოში შესვლის საშუალებას შენობის შესასვლელთან მდგარი პოლიცია არ აძლევს.

"არ გრცხვენიათ? კონსტიტუციას არღვევთ. დეპუტატს დაუბრკოლებელი შესვლის უფლება აქვს",- მიმართა ბოკუჩავამ პოლიციას.

ამ წუთებში საკრებულოსთან სიტუაცია დაძაბულია. ბოკუჩავა რკინის ჯებირზე გადასვლას და საკრებულოში ამ გზით შეღწევას ცდილობს.

myquiz