"ევროპული საქართველოს" ინფორმაციით, თელავში მათი პარტიის წევრებს უცნობი პირი იარაღის გამოყენებით ემუქრებოდა | Allnews.Ge

"ევროპული საქართველოს" ინფორმაციით, თელავში მათი პარტიის წევრებს უცნობი პირი იარაღის გამოყენებით ემუქრებოდა

"ევროპული საქართველოს" თელავის მერობის კანდიდატის, ლელა მენთეშაშვილის განცხადებით, უცნობი პირი პარტიის წევრებს იარაღის გამოყენებით ემუქრებოდა. როგორც მენთეშაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, შემთხვევა დღეს მოხდა.

"ოფისში იყვნენ გამგებლოების კანდიდატები, როდესაც ოფისის გარედან ხმაურის და ყვირილის ხმა შემოვიდა. გადაიხედეს და დაინახეს, რომ ავტომობილში მჯდარი პირი ყვიროდა. შემდეგ კი აღნიშნული პირი გამგებლობის ერთ-ერთი კანდიდატს ცეცხლსასროლი იარაღით დაემუქრა", - აღნიშნა მენთეშაშვილმა.

ადგილზე იმყოფება სპატრულო და კრიმინალური პოლიცია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წევრების დაკითხვა.

myquiz