ბიუჯეტიდან თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 10 მილიონი ლარით გაიზარდა - ლევან იზორია | Allnews.Ge

ბიუჯეტიდან თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 10 მილიონი ლარით გაიზარდა - ლევან იზორია

ის თანხა, რაც ბიუჯეტიდან უშუალოდ თავდაცვისთვის სამინისტროსთვის იყო გათვალისწინებული და შეადგენდა 670 მილიონს, 10 მილიონით გაიზარდა და შემდეგ წელს 680 მილიონი იქნება, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ 2018 წელის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით თავდაცვის უწყებისთვის გამოყოფილი თანხის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ლევან იზორია გამოეხმაურა ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის შემცირების შესახებ და აღნიშნა, რომ თავდაცვის ბიუჯეტი არის 10 მილიონით გაზრდილი.

"ის, რაზეც თქვენ საუბრობთ, არის ერთი კონკრეტული პროექტი, რომელიც ანტისაჰაერო სისტემის შესყიდვისთვის იყო 4 წლით გათვალისწინებული. ეს თანხები წელს ამოიწურა, მაგრამ ის თანხა, რაც ბიუჯეტში უშუალოდ თავდაცვის უწყებისთვის იყო გათვალისწინებული და შეადგენდა 670 მილიონს, 10 მილიონით გაიზარდა და შემდეგ წელს იქნება 680 მილიონი.

ასე რომ, ჩვენ ნატო-ს მთავარ სტანდარტს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის 2% იყოს თავდაცვის ბიუჯეტისთვის გათვალისწინებული არა მხოლოდ ვაკმაყოფილებთ, არამედ კიდევ უფრო ვზრდით. ასევე, ნატო-ს ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტანდარტს, რომ შეიარაღებისთვის იყოს 15-დან 20%-მდე მიმართული თავდაცვის ბიუჯეტიდან, ასევე დავაკმაყოფილებთ მომავალში. წელს გვქონდა 3-ჯერ მეტი ზრდა ამ მიმართულებით, ხოლო ამ დამატებითი თანხით გვექნება უკვე ამბიცია, რომ ნატო- ს ამ სტანდარტს თანმიმდევრულად შემდგომი 3 წლის განმავლობაში მივუხლოვდებით", - განაცხადა იზორიამ.

myquiz