თბილისის მერიასთან აქციაზე ლევან ხაბეიშვილს სცემეს | Allnews.Ge

თბილისის მერიასთან აქციაზე ლევან ხაბეიშვილს სცემეს

თბილისის მერიასთან მიმდინარე აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან ხაბეიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ხაბეიშვილს რამდენიმე უცხო პირმა ხელი დაარტყა.

მერიასთან დაპირისპირება გრძელდება. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ათეულობით თანამშრომელი, რომელმაც ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეები შარტავას ქუჩიდან გადაიყვანა, თავად კი მერიის შესასვლელთან განლაგდა.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე პირი.

myquiz