საჯარო სექტორში ანაზღაურების საკითხი სპეციალური კანონით დარეგულირდება | Allnews.Ge

საჯარო სექტორში ანაზღაურების საკითხი სპეციალური კანონით დარეგულირდება

საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების საკითხი სპეციალური კანონით დარეგულირდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა განუცხადა, კანონი აღარ ითვალისწინებს პრემიების არსებობას. იქნება თანამდებობრივი სარგოები და დანამატები, რომელთა გამოყენებას კანონი მკაცრად დაარეგულირებს.

საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს უკვე წარედგინა. ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.

"ამ კანონის მიღება საჯარო სამსახურში განხორციელებულმა რეფორმამ განაპირობა. ინიცირებული კანონპროექტი რეფორმის შემადგენელი ნაწილია. ძალიან ხშირად აქტუალურია ხელფასებთან, პრემიებთან და სახელფასო დანამატებთან დაკავშირებული თემა. ამ კანონის მიღების შემდგომ, ეს საკითხი, როგორც პრობლემური საკითხი, დღის წესრიგიდან საერთოდ მოიხსნება. ასეთი კანონი ქართულ სამართლებრივ სისტემაში არასდროს ყოფილა და არის პირველი შემთხვევა, როცა ერთი კანონით მოწესრიგდება როგორც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების, ასევე მოხელეების ხელფასებთან დაკავშირებული საკითხი", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გიორგი კახიანმა.

myquiz