ხურვალეთთან 2 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გამოჩნდა | Allnews.Ge

ხურვალეთთან 2 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გამოჩნდა

სოფელ ხურვალეთთან ახლოს, ოკუპირებული ტერიტორიიდან 2 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გამოჩნდა და გამყოფი ხაზის სიახლოვეს ხნულის გავლება დაიწყო.

გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის, როინ ადიკაშვილის განცხადებით, დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა იგივე ხნული განაახლეს, რომელიც დაახლოებით 2 თვის წინ გაავლეს.

ადიკაშვილის თქმით, სხვა ტერიტორიებზე ამ წუთებში ტექნიკა არ მუშაობს და არც ახალი ხნულები გაუკეთებიათ.

დე-ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნული ხნულები ხანძარსაწინააღმდეგოა, არაფერი კავშირი არ აქვს სასაზღვრო ნაგებობებთან და სამუშაოების წარმოება დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა რამდენიმე თვის წინ დააანონსეს.

myquiz