მიხეილ სააკაშვილის საქმეს ლვოვის სასამართლო 18 სექტემბერს განიხილავს | Allnews.Ge

მიხეილ სააკაშვილის საქმეს ლვოვის სასამართლო 18 სექტემბერს განიხილავს

მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთასთან დაკავშირებულ საქმეს სასამართლო 18 სექტემბერს განიხილავს. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში განაცხადეს.

უწყებაში აღნიშნეს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეს ლვოვის ოლქის მოსტისკის დასახლებული პუნქტის სასამართლო განიხილავს.

დღეს მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შესახებ ადმინისტრაციული პროტოკოლი გადაეცა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსის თანახმად, მას 130-დან 330 დოლარამდე ოდენობის ჯარიმა ემუქრება.

myquiz