მიხეილ სააკაშვილის განცხადებები სამომავლო გეგმებზე, მიღებულ შეთავაზებებსა და პოროშენკოზე | Allnews.Ge

მიხეილ სააკაშვილის განცხადებები სამომავლო გეგმებზე, მიღებულ შეთავაზებებსა და პოროშენკოზე

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის მოპარული პასპორტი უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს კაბინეტშია. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ლვოვში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"სანდო წყაროებიდან მაქვს ინფორმაცია, რომ პასპორტი, რომელიც მომპარეს, უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს კაბინეტშია", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, პოროშენკოს მისი პასპორტი უკრაინაში მისი დაბრუნების მეორე დღეს მიუტანეს კაბინეტში.

"მე ახლა სხვა საბუთები არ მაქვს", - დასძინა მან.

ამასთან, როგორც სააკაშვილმა აღნიშNა, იგი ლვოვში სამუდამოდ დარჩენას არ აპირბეს.

"ძალიან მომწონს ლვოვის ცენტრში ცხოვრება, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ გამოვა", - განაცხადა მან.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ის გამოაცხადებს თავის ტურნეს უკრაინაში და მოივლის მთელ ქვეყანას. მიხეილ სააკაშვილი "მოგზაურობის დროს სასამართლოში შევლას და საკუთარი უფლებების დაცვას აპირებს".

"მე წავალ ივანე ფრანკოვის ოლქში, ხარკოვში, ოდესაში, დნეპროპეტროვსკში და შემდეგ გავემგზავრები კიევში. იმისთვის, რომ შეწყვიტონ ისტერია, მოდიან და ხელს მიშლიან გეგმების განხორციელებაში. ნუ ნერვიულობთ, ამისთვის თანხები მეყოფა. მანქანით გასამგზავრებლადაც მეყოფა. უკრაინის ტერიტორიაზე ვიმოგზაურებ და გზად შევივლი სასამართლოში, რათა დავიცვა საკუთარი უფლებები", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა შეკითხვაზე, რომელიც ლვოვის ცენტრში ცხოვრებისთვის დაფინანსებას ეხებოდა.

მისივე თქმით, მისი მიზანი უკრაინის პრეზიდენტობა ან პრემიერობა არ არის, მისი მიზანია უკრაინის ხელისუფლებაში ახალი ხალხის მოსვლა:

"მეკითხებიან, ტიმოშენკოსთან ერთად ვქმნი თუ არა ახალ პარტიას. დიდი მადლობელი ვარ, რომ გამოიჩინეს სოლიდარობა, დასხდნენ და მთელი დღე იბრძოდნენ ჩემთან ერთად. არ შემიძლია ამისთვის მადლობა არ გადავუხადო ტიმოშენკოს და ყველა სხვა პირს. იქ იყო ბევრი დეპუტატი, მე მათი ძალიან მადლობელი ვარ, მაგრამ ამავდროულად მთავარი იყო ათასობით ადამიანი, რომელიც იქ მოვიდა. მათთან ერთად ვიმოქმედე. ამ ხალხისგან შევქმნით ძალას და შემდეგ ვისაუბრებთ თამაშის წესებზე. ზოგი მეუბნება ამასთან ნუ დაჯდები, იმასთან ნუ დაჯდებიო, მე დავჯდები უკრაინელ ხალხთან ერთად. ჩემი მიზანი არ არის არც უკრაინის პრეზიდენტობა, არც პრემიერობა - ეს შემომთავაზა პოროშენკომ, მაგრამ უარი ვუთხარი, მე ამის მიზანი არ მაქვს. ჩემი მიზანია, რომ უკრაინის ხელისუფლებაში ახალი ხალხი მოვიდეს, რომელიც შეცვლის ქვეყანას. ამ ხალხს შევაგროვებ მთელი უკრაინის ტერიტორიაზე. საკუთარი თავი ხანდაზმულად არ მიმაჩნია, მაგრამ ადგილი უნდა დავუთმოთ ახალგაზრდობას და ეს თაობა პინჩუკს ნამდვილად არ მოუსმენს. ვიმუშავებთ ამ მიმართულებით", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, მას პოლონეთის მოქალაქეობას და დიდ ხელფასს სთავაზობდნენ, თუმცა უარი თქვა.

"მთავაზობდნენ პოლონეთის მოქალაქეობას, იმაზე მეტ ხელფასს, ვიდრე თქვენ გაინტერესებდათ, მაგრამ მე მოვედი. ახლა პინჩუკი ამზადებს პრესკონფერენციას, მათ უნდათ ჩემი იზოლაცია, თუმცა მასთანაც მივალ. მე კიევშიც ჩავალ. ჩემი იურისტები აქ იმუშავებენ და მე იქ ჩავალ", - განაცხადა სააკაშვილმა.

 

 

myquiz