საქართველომ უკრაინას მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით მიმართა | Allnews.Ge

საქართველომ უკრაინას მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით მიმართა

უკრაინამ საქართველოსგან, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძებნის, დაკავებისა და ექსტრადირების მოთხოვნა მიიღო.

აღნიშნულის შესახებ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე სერგეი პეტუხოვმა განაცხადა.

"უკრაინამ მოთხოვნა მიიღო მიხეილ სააკაშვილის ძებნაზე, დაკავებასა და ექსტრადირებაზე. საქართველოს მთავარი პროკურატურის მოთხოვნა გამოგზავნილია უკრაინის იუსტიციის სამინისტროსა და გენერალური პროკურატურისთვის", - განაცხადა მან.

მიხეილ სააკაშვილი - უკრაინის ხელისუფლება პროვოკაციებს მიმზადებს

მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს ხელისუფლება ჩემთვის ახალ ბრალდებას ამზადებს

myquiz