თბილისის საკრებულოს წევრი ზურაბ ნეფარიძე დააკავეს | Allnews.Ge

თბილისის საკრებულოს წევრი ზურაბ ნეფარიძე დააკავეს

სამართალდამცველებმა თბილისის საკრებულოს წევრი ზურაბ ნეფარიძე დააკავეს, - აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

მათივე განცხადებით, ზურაბ ნეფარიძე ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა, თუმცა სხვა დეტალებზე სუს-ში არ საუბრობენ.

არსებული ინფორმაციით, ზურაბ ნეფარიძე სავარაუდოდ, ქრთამის აღების ფაქტზეა დაკავებული.

myquiz