უკრაინის სასაზღვრო სამსახური - მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში შემოსვლაზე უარს ვეტყვით | Allnews.Ge

უკრაინის სასაზღვრო სამსახური - მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში შემოსვლაზე უარს ვეტყვით

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში შესვლაზე უარს ეტყვის, თუ ის რომელიმე გამშვებ პუნტქზე გამოცხადდება, - აღნიშნულის შესახებ გამოცემა "უკრაინსკაია პრავდას" სასაზღვრო სამსახურის პრესმდივანმა ოლეგ სლობოდიანმა განუცხადა.

"თუ საზღვარს კვეთს ადამიანი, რომელსაც ძალადაკარგული დოკუმენტი აქვს, ასეთი დოკუმენტის ამოღება ხდება, ხოლო პირს უარს ეუბნებიან საზღვრის გადაკვეთაზე", - განაცხადა სლობოდიანმა.

მისი განმარტებით, უკრაინის მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში, უკრაინის მოქალაქის შესაბამისი პასპორტი ძალას კარგავს.

გუშინ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 10 სექტემბერს უკრაინაში დაბრუნების გეგმა დააანონსა. მისი თქმით, ის უკრაინაში პოლონეთის ტერიტორიიდან, "კრაკოვეცის" გამშვები პუნქტის გავლით შევა.

myquiz