მიხეილ სააკაშვილი - უკრაინაში დავბრუნდები, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი სხვაგან არსად მაქვს | Allnews.Ge

მიხეილ სააკაშვილი - უკრაინაში დავბრუნდები, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი სხვაგან არსად მაქვს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დასაბრუნებლად ემზადება. აღნიშნულის შესახებ მან უკრაინულ ტელეარხ 24-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"მე უკრაინაში დავბრუნდები. ვგეგმავ უკრაინის საზღვრის გადაკვეთას რომელიმე ევროპული ქვეყნის მხრიდან. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი მე სხვაგან არსად მაქვს. ჩემი ყველა ნივთიც კი უკრაინაშია. ჩემი მეგობრების უმეტესობა და პარტია, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, უკრაინაშია. 16 აგვისტოს განვაცხადებ დაბრუნების კონკრეტულ თარიღს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ პასუხისმგებლობა აიღო დაიცვას უკრაინელების უფლებები.

"მე პასუხისმგებლობა ავიღე დავიცვა უკრაინელების უფლებები. პოროშენკოსა და ოლიგარქებს ეს არ სურთ, მაგრამ მე მათი არ მეშინია. ახლა ბევრ ინტერვიუს ვაძლევ ევროპულ მედიას, ვუყვები მათ უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე. ასევე მაქვს კონტაქტი რიგ ევროპელ პოლიტიკოსთან და მათ მოვუწოდებ, მხარი დაუჭირონ უკრაინელ ხალხს", - დასძინა მან.

myquiz