გიორგი მღებრიშვილი - მინდა გითხრათ, რომ დარდიც არ მაქვს | Allnews.Ge

გიორგი მღებრიშვილი - მინდა გითხრათ, რომ დარდიც არ მაქვს

მინდა გითხრათ, რომ დარდიც არ მაქვს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარისას განაცხადა.

შს მინისტრი აღნიშნულ სატელეფონო ჩანაწერებს აგორებულ ანტიპიარს უწოდებს, რომელიც მისი თქმით, ხელისუფლების დასუსტებას ისახავს მიზნად. მღებრიშვილის თქმით, მას პრობლემა არ აქვს ექსპერტიზების ჩატარებასთან დაკავშირებით, რაც ხმის ავთენტურობას დაადგენს.

"თუ საჭირო გახდა ჩაატარონ გამოძიება, ექსპერტიზები, მე გეტყვით, რომ "ფე-ეს-ბე"-ს აგენტები და "ნაციონალური მოძრაობის წევრები ორკესტრირებულად უტევენ ხელისუფლებას და ეს არის ჩვენს შესასუსტებლად აგორებული ანტიპიარი", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

Страна.ua-მ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, ცნობილი რუსი "პრანკერების" (სატელეფონო ხულიგნები) "ვოვანის" და "ლექსუსის" მტკიცებით, "ლექსუსი" საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს უკრაინის შს მინისტრ არსენ ავაკოვის სახელით ესაუბრება. აუდიოჩანაწერის თნახმად, თითქოსდა გიორგი მღებრიშვილი ექსპრეზიდენტს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს და უკრაინულ მხარეს სთხოვს, არ გადმოსცენ ის საქართველოს. ამასთან, ვიდეოს თანახმად, თითქოსდა გიორგი მღებრიშვილი ამბობს, რომ ეს პოზიცია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეთანხმებულია.

myquiz