2020 წლის არჩევნები ერთჯერადად, შესაძლოა, საერთოდ უბარიერო სისტემით ჩატარდეს | Allnews.Ge

2020 წლის არჩევნები ერთჯერადად, შესაძლოა, საერთოდ უბარიერო სისტემით ჩატარდეს

ოპოზიციასთან შეთანხმების შემთხვევაში, "ქართულმა ოცნებამ" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, შესაძლოა ერთჯერადად, უბარიერო არჩევნები დაუშვას.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მმართველ გუნდში განიხილება მომავალი არჩევნების კვლავ შერეული საარჩევნო სისტემით, თუმცა ე.წ. ბუნებრივი ბარიერით ჩატარების საკითხი.

ამასთან, როგორც სააგენტოს სარწმუნო წყარომ განუცხადა, ამ აზრს გუნდში მომხრეებთან ერთად, ჰყავს მოწინააღმდეგეებიც და ყველაფერი ძირითადად ოპოზიციასთან შეთანხმებაზეა დამოკიდებული.

გარდა ამისა, "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, "ქართული ოცნების" წევრები ოპოზიციასთან შეხვედრას უახლოეს დღეებში გეგმავენ, რაზეც შესაბამისი განცხადება გაკეთდება.

myquiz