მიხეილ სააკაშვილი უნგრეთში იმყოფება | Allnews.Ge

მიხეილ სააკაშვილი უნგრეთში იმყოფება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლონეთისა და ლიტვის შემდეგ უნგრეთში ჩავიდა. უნგრეთში ყოფნის ამსახველ ფოტოებს სააკაშვილი სოციალურ ქსელში თავად აქვეყნებს.

ყოფილი პრეზიდენტი წერს, რომ ოჯახთან ერთად ბალატონის ტბაზე იმყოფებოდა.

როგორც ცნობილია, უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი ჯერ პოლონეთში, შემდეგ კი ლიტვაში ჩავიდა. როგორც მან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, უკრაინაში ლეგალურად დაბრუნებამდე და სასამართლოს გზით საკუთარი შელახული უფლებების აღდგენამდე, ევროპაში მოგზაურობას გეგმავს.

myquiz