ირაკლი კობახიძე - უნდა მივიღოთ ცვლილებები ნარკოტიკებთან დაკავშირებით | Allnews.Ge

ირაკლი კობახიძე - უნდა მივიღოთ ცვლილებები ნარკოტიკებთან დაკავშირებით

ნარკოტიკებთან დაკავშირებით დღევანდელი მდგომარეობა არავისთვის არ არის დამაკმაყოფილებელი, ჩვენ უნდა მივიღოთ ცვლილებები, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ინტერპრესნიუსის" კითხვას იმის შესახებ, უნდა გამკაცრდეს თუ ლიბერალური გახდეს ნარკოპოლიტიკა, "ჯემ ფესტზე" მომხდარი არაერთი დანაშაულის და ინციდენტის გამო.

კობახიძის თქმით, ამ საკითხზე საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა მიზანი ყველას ერთი აქვს - "საქართველოში ნარკომომხმარებელთა რიცხვი უნდა შემცირდეს".

"ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერი უნდა გაკეთდეს. რაც შეეხება მიზნის მიღწევის გზებს, საჭიროა დისკუსია, რათა ჩამოყალიბდეს სწორი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, პარლამენტი თავის ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ამ საქმეში. პარლამენტი მზად არის თავად გახდეს პლატფორმა ასეთი დისკუსის და ჩვენ აუცილებლად უნდა მივიღოთ ცვლილებები. დღევანდელი მდგომარეობა არავისთვის არ არის დამაკმაყოფილებელი. აზრთა სხვადასხვაობას საფუძველი აქვს. ყველას თავისი არგუმენტები აქვს. თუმცა ჩვენ ნარკოტიკებთან მიმართებაში სწორი პოლიტიკა უნდა შევიმუშავოთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

myquiz